Original Farmhouse – ს ღორის ხორცი ნებისმიერი გემოვნებისათვის

საკვები პროდუქციის დამუშავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი პროდუქციის ხარისხს, წარმომავლობასა და უსაფრთხოებას და ვიძლევით მისი ერთიანი სტანდარტის გარანტიას. ჩვენ გთავაზობთ სწორედ იმ პროდუქციას, რაც გჭირდებათ, თან სამართლიან ფასად. კლიენტთა დამკმაყოფილებულობის საფუძველს უზრუნველყოფს ჯანსაღი ღორის ხორცი ჩვენი საკუთარი საწარმოდან: ცხადია, მოშენებისას, დაკვლისა და გადამუშავებისას ხორციელდება უმკაცრესი ჰიგიენური და ვეტერინარიული კონტროლი. ამიტომ დარწმუნებულები შეიძლება იყოთ, რომ თქვენს კლიენტებს შესთავაზებთ მხოლოდ ხარისხიან ღორის ხორცს.


ხარისხის საგრძნობი კრიტერიუმები

ჯანმრთელი ცხოველები საბოლოო პროდუქციის მაღალი ხარისხის საფუძველია. ამიტომ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი მოზარდეული შეესაბამებოდეს ყველა ევროპულ ნორმას. ამ დროს უპირატესობას ვანიჭებთ ყველაზე ჯანმრთელ ნასუქ ღორებზე DanZucht-ის პროგრამიდან.
   
ხოველების სწორი შენახვა და საგულდაგულო გასუქება ხორციელდება გამოცდილი თანამშრომლების მიერ და შეიძლება მორგებული იყოს თქვენს მოთხოვნებზე. ამასთან ჩვენი ღორების ფერმა აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე სამეცხოველეო მოწყობილობებით. ჰაერის კონდიცირების, ვენტილაციისა და გათბობის სისტემა საღორეში ქმნის იდეალურ კლიმატს.
   
რათა ღორებს თავიდან ავაცილოთ ზედმეტი სტრესი, სასაკლაო განლაგებულია საღორის უშუალო სიახლოვეს. ეს ღორებს ააცილებს დამღლელ ჩატვირთვასა და ხანგრძლივ მოგზაურობას. კვალიფიციური ვეტერინარი ღორებს უტარებს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაკვლისწინა შემოწმებას და სასაკლაოზე ატარებს მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველებს.
   
ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ჩვენი სპეციალიზაციაა. ჩვენ მოგაწვდით იმ პროდუქტს, რონელიც გსურთ. მთლიანი ან დაჩეხილი სახით, ანდა თქვენი სურვილისამებრ გადამუშავებული ძეხვეული თუ ხორცპროდუქცია, რომელიც მოგეწოდებათ ახლად შეფუთული და კარგად გაციებული. რასაკვირველია, ჩვენ უხარვეზოდ ვახორციელებთ ლოგისტიკას.
   

ჩვენი წინადადება:

ღორის ხორცის ინდივიდუალური ნაწარმი თქვენი სურვილისამებრ
გადამუშავება კვალიფიციური ყასბების მიერ
ხარისხის ზედმიწევნითი კონტროლი და მომხმარებლის დაცვა
ევროპული ჰიგიენური და საწარმოო სტანდარტების დაცვის მუდმივი კონტროლი
გერმანული ნოუ-ჰაუ და ღორების მოშენებისა და მოსუქების მრავალწლიანი გამოცდილება
დოკუმენტაციის გამჭვირვალობა და სისრულე - მოშენებიდან თქვენთვის მიწოდებამდე
ფასისა და ხარისხის ოპტიმალური შეფარდება
საკუთარი საიმედო ლოგისტიკა
კლიენტის სურვილისამებრ - მსუქანი ან მჭლე ღორის