Original Farmhouse – ს ჯანსაღი ღორის ხორცი თქვენი წარმატების საწინდარია!

ხარისხი მისაღებ ფასად. დღეს მომხმარებლებს სურთ მეტი, ვიდრე უბრალოდ პროდუქტი, რომლის ნდობაც შეუძლიათ და რომელშიც არ გადაიხდიან ზედმეტს. თქვენ გრძნობთ პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე და გსურთ მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. კომპანია Original Farmhouse-ში ვიზიარებთ თქვენს პასუხისმგებლობის გრძნობას. ამიტომ გთავაზობთ ღორის ხორცს, რომელიც პასუხობს უმაღლეს ჰიგიენურ მოთხოვნებს, ფასისა და ხარისხის ოპტიმალური შეხამებით.


ხარისხის საგრძნობი კრიტერიუმები

ჯანმრთელი ცხოველები საბოლოო პროდუქტის მაღალი ხარისხის საფუძველია. ამიტომ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი მოზარდეული შეესაბამებოდეს ყველა ევროპულ ნორმას. ამ დროს უპირატესობას ვანიჭებთ ყველაზე ჯანმრთელ, სტაბილური გენეტიკური წარმომავლობის მქონე ნასუქ ღორებზე DanZucht-ის პროგრამიდან. ეს ყველაფერი გაძლევთ თავდაჯერებულობას.
   
ჩვენი პროდუქცია ცოცხალი არსებებია. ამიტომ ჩვენთვის თავისთავად იგულისხმება გამოცდილი თანამშრომლების ჩართვა ცხოველების შენახვა-გასუქებაში. ამასთან ჩვენი ღორების ფერმა აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე სამეცხოველეო მოწყობილობებით. ჰაერის კონდიცირების, ვენტილაციისა და გათბობის სისტემა საღორეში ქმნის იდეალურ კლიმატს.
   
მაღალი ხარისხის გარდა, რომელსაც გთავაზობთ მუდმივი კონტროლისა და ვაქცინაციის წყალობით, თქვენ მოიგებთ ეკონომიკური ეფექტიანობის არსებითი ზრდით. იმიტომ რომ მხოლოდ ჯანმრთელი და გაკაჟებული ცხოველები იძლევიან ხორცის მაღალ გამოსავალს.
   
ჩვენი პრინციპები - ესაა არა მხოლოდ მეცნიერულად დასაბუთებული გასუქება, არამედ ცხოველთა მაქსიმალურად უსტრესო ტრანსპორტირება. ამიტომ ჩვენი კვალიფიციური პერსონალი, რომელიც მოიცავს ვეტერანებსაც, გასასუქებელი ღორების გადაზიდვისას შეარჩევს მათ ხარისხისადმი ყველაზე მაღალი მოთხოვნებით, რითიც უზრუნველყოფს თქვენთვის პროდუქციის პირველხარისხოვან ხარისხს.
   

ჩვენი წინადადებაა:

ჯანმრთელი და ღონიერი ცხოველები გაკონტროლებული წყაროსაგან
კლიენტის სურვილისამებრ - მსუქანი ან მჭლე ღორის ხორცი ცხიმის შემცველობის ინდივიდუალური კონტროლის წყალობით
ხარისხის ზედმიწევნითი კონტროლი, მომხმარებლისა და ცხოველების დაცვა
ევროპული ჰიგიენური და საწარმოო სტანდარტების დაცვის მუდმივი კონტროლი
გერმანული ნოუ-ჰაუ და ღორების მოშენებისა და მოსუქების მრავალწლიანი გამოცდილება
დოკუმენტაციის გამჭვირვალობა და სისრულე - მოშენებიდან თქვენი საწარმოსთვის მიწოდებამდე
ფასისა და ხარისხის ოპტიმალური შეფარდება
საკუთარი საიმედო ლოგისტიკა
მაღალი ეკონომიკური რენტაბელობა ჩვენი პროდუქტების მეშვეობით